24 ნოემბერი , 2024

თბილისი
დღე :

17

ღამე :

5

ხორბლისა და ქერის ექსპორტი ერთი წლით იკრძალება

29.06.2022

საქართველოს მთავრობა 2022 წლის 4 ივლისიდან 2023 წლის 4 ივლისამდე ხორბლისა და ქერის ექსპორტს კრძალავს. შესაბამის განკარგულებას პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ დღეს განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გამო „რეგიონში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, ადგილობრივი წარმოების ხორბლის და ქერის რეალიზაცია მხოლოდ შიდა ბაზარზე განხორციელდეს“.

 

მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო სრულად ხორბლის იმპორტზეა დამოკიდებული (ყოველწლიურად 500 000 ტონა ხორბალი) და მცირე წარმოების გამო ხორბალი საქართველოდან ვერ გადის, „შექმნილი ვითარება აჩენს რისკს, ქვეყნიდან გარკვეული რაოდენობის ხორბალი ექსპორტზე გავიდეს“.

 

რაც შეეხება ქერს, სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში წარმოებული ქერი ერაყსა და ირანში გაედინება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ „ამ ეტაპზე“, მისი რეალიზება მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე მოხდეს.

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით, 2022 წლის ქერის საპროგნოზო მოსავალი 60 ათასი ტონის ფარგლებშია, საიდანაც 2.5 ათას ტონაზე მეტი უკვე ექსპორტირებულია.

 

წყარო:>>

სხვა სიახლეები

ზემო რაჭაში ეროვნული პარკი იქმნება
საფრანგეთი ინფლაციასთან საბრძოლველად 100 მლრდ ევროს ხარჯავს
ვაკის პარკის რეაბილიტაცია 2023 წლის გაზაფხულზე დასრულდება
'ნეპოტიზმი არ უნდა იყოს'
მოდის საცალო ვაჭრობის მაღაზიებში გაყიდვები 40%-ით არის გაზრდილი
უკრაინის ეროვნულ ბანკს ახალი მმართველი ჰყავს
იანვრიდან პენსიები იზრდება
რუსეთის მოქალაქეებს ქართულ ბანკებში დეპოზიტებზე 1.88 მილიარდი ლარის შესაბამისი თანხა აქვთ
გერმანია მუშახელს მსოფლიოს მასშტაბით ეძებს