23 ნოემბერი , 2024

თბილისი
დღე :

17

ღამე :

5

მაისში მშპ 11.6%-ით გაიზარდა

30.06.2022

საქართველოს ეკონომიკა მაისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11.6%-ით გაიზარდა.  საქსტატის გენერალურმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ გამართა ბრიფინგი იმ ფაქტორების შესახებ, რომლებმაც მაისში ორნიშნა ზრდა განაპირობეს. მისი თქმით, მაისის განმავლობაში კერძო სექტორის ბრუნვამ 10.4 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 25.3%-ით მეტია.

 


გოგიტა თოდრაძის განმარტებით, ეკონომიკის სექტორების უდიდეს ნაწილში ზრდა დაფიქსირდა. "2022 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში. ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, ამ სექტორს მიეკუთვნება საფოსტო და საკურიერო საქმიანობები. ენერგეტიკის სექტორში ზრდის მიზეზად სახელდება ჰიდროელექტროსადგურების მიერ ელექტროენერგიის წარმოების მოცულობის ზრდა. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 20%-ით არის გაზრდილი. გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებელიც 20%-ით და ამასთან, წინა წელთან შედარებით, ორჯერ არის გაზრდილი ელექტროენერგიის ექსპორტი.

 

ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა სასტუმროების და რესტორნების სექტორშიც, რაზეც უდიდესი გავლენა მოახდინა საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის მატებამ. კერძოდ, მაისში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 320,000 ვიზიტი საქართველოში, რაც სამჯერ აღემატება 2021 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

 

დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში ზრდის ტენდენცია დაკავშირებული იყო მინერალური სასუქების, კვების პროდუქტების და სამშენებლო მასალების წარმოებასთან, ასევე მეტალურგიულ მრეწველობასთან. დაახლოებით 52%-ით გაიზარდა ფეროსილიკონ მანგანუმის წარმოება. მშენებლობაში არსებული ზრდა უკავშირდება სამოქალაქო და საცხოვრებელი ნაგებობების მშენებლობას, ასევე პროექტების შემუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობების მოცულობის ზრდას. გასათვალისწინებელია, რომ 20%-ით გაიზარდა სამშენებლო მასალების იმპორტი, 28%-ით გაიზარდა ცემენტის და კლინკერის იმპორტი, გაზრდილია ასევე სამშენებლო მასალების ადგილობრივი წარმოება,”- განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

 

2022 წლის პირველ 5 თვეში კი ეკონომიკური ზრდის ჯამური მაჩვენებელი 11.2% იყო. იანვარ-მაისში ექსპორტის ზრდამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 37.5% შეადგინა, იმპორტმა-  37,3%, საგარეო სავაჭრო ბრუნვამ- 37,4%.

 

წყარო bm.ge:>>

წყარო geostat.ge:>>

სხვა სიახლეები

ზემო რაჭაში ეროვნული პარკი იქმნება
საფრანგეთი ინფლაციასთან საბრძოლველად 100 მლრდ ევროს ხარჯავს
ვაკის პარკის რეაბილიტაცია 2023 წლის გაზაფხულზე დასრულდება
'ნეპოტიზმი არ უნდა იყოს'
მოდის საცალო ვაჭრობის მაღაზიებში გაყიდვები 40%-ით არის გაზრდილი
უკრაინის ეროვნულ ბანკს ახალი მმართველი ჰყავს
იანვრიდან პენსიები იზრდება
რუსეთის მოქალაქეებს ქართულ ბანკებში დეპოზიტებზე 1.88 მილიარდი ლარის შესაბამისი თანხა აქვთ
გერმანია მუშახელს მსოფლიოს მასშტაბით ეძებს