24 ნოემბერი , 2024
17
5
იტალიის უმაღლესი საფეხბურთო ჩემპიონატის - სერია A-ს ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელი- ხვიჩა კვარაცხელია 2022 წლის 1 ივლისიდან "ნაპოლიში" გადაბარგდა. "ნაპოლიმ" გუნდის ახალი შენაძენი ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ში დაარეგისტრირა და 2022/23 წლების სეზონის განაცხადში შეიყვანა.
ქართველი ფეხბურთელი უახლოეს დღეებში ჩაფრინდება იტალიაში, კონტრაქტს 2027 წლამდე გააფორმებს და გუნდთან ერთად მომავალი სეზონისთვის მომზადებას დაიწყებს.
არაოფიციალური ინფორმაციით, გარიგების საფასური 10 მილიონი ევრო იქნება. საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში ამ დროისათვის ეს ყველაზე ძვირადღირებული გარიგებაა.
-
ცნობისათვის საფეხბურთო კლუბ "ნაპოლიში” 1984-1991 წლებში, ერთ-ერთ უღარიბეს ქალაქ ნეაპოლში, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი- მარადონა თამაშობდა.