23 ნოემბერი , 2024

თბილისი
დღე :

17

ღამე :

5

ევროზონაში წლიურმა ინფლაციამ 2022 წლის ივნისში რეკორდულ 8.6%-ს მიაღწია

01.07.2022

მიმდინარე წლის ივნისში ევროზონაში წლიურმა ინფლაციის დონემ 8.6%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია და მნიშვნელოვნად აღემატება ანალიტიკოსების მოლოდინებს. ევროზონის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 2%-ია.

 

ევროსტატის განმარტებით, ინფლაციის დონის ზრდის ძირითადი განმაპირობებელი მიზეზი ენერგორესურსების 40%-ით გაძვირება და სურსათის ფასების თითქმის 10%-ით ზრდაა.

 

ამჟამად ევროზონაში რეფინანსირების მთავარი განაკვეთი მინუს 0.00%-ს შეადგენს. ECB-ის პრეზიდენტმა - კრისტინ ლაგარდმა 2022 წლის 20 ივნისს განაცხადა, რომ 21 ივლისის სხდომაზე განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით გაიზრდება, შემდეგი ზრდა კი სექტემბერში ივარაუდა.

 

ამერიკაში მონეტარული პოლიტიკის მთავარი განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) დღეისათვის- 1.75%-ია, საქართველოში- 11%. 

 

წყარო:>>

 

tags: ინფლაცია, ევროზონა

სხვა სიახლეები

ზემო რაჭაში ეროვნული პარკი იქმნება
საფრანგეთი ინფლაციასთან საბრძოლველად 100 მლრდ ევროს ხარჯავს
ვაკის პარკის რეაბილიტაცია 2023 წლის გაზაფხულზე დასრულდება
'ნეპოტიზმი არ უნდა იყოს'
მოდის საცალო ვაჭრობის მაღაზიებში გაყიდვები 40%-ით არის გაზრდილი
უკრაინის ეროვნულ ბანკს ახალი მმართველი ჰყავს
იანვრიდან პენსიები იზრდება
რუსეთის მოქალაქეებს ქართულ ბანკებში დეპოზიტებზე 1.88 მილიარდი ლარის შესაბამისი თანხა აქვთ
გერმანია მუშახელს მსოფლიოს მასშტაბით ეძებს