23 ნოემბერი , 2024

თბილისი
დღე :

17

ღამე :

5

რუსეთში წარმოება მცირდება

01.07.2022

„რუსეთის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ახალი ანგარიში აჩვენებს, რომ რუსეთის ეკონომიკა ინგრევა“, – იუწყება გამოცემა „ნიუსვიკი“. გამოცემის თანახმად, რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ახალი სტატისტიკური მონაცემები, რომელიც რუსეთის სტატისტიკის ფედერალურ სამსახურს ეკუთვნის, აჩვენებს, რომ ომის დაწყების შემდეგ წარმოება მრავალ სექტორში დაეცა, დაწყებული მანქანებიდან, დასრულებული საყოფაცხოვრებო ტექნიკით.

 

  • „ყველაზე მეტად დაზარალდა  მანქანების წარმოება და ახლა ის 96,7 პროცენტით არის შემცირებული 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით;
  • სატვირთო მანქანების წარმოება დაეცა 39,3 პროცენტით;
  • დიზელისა და ბენზინის ძრავების წარმოება -57 პროცენტით;
  • დიზელის ლოკომოტივების- 63,2 პროცენტით;
  • სატვირთო ვაგონების წარმოება – 51,8 პროცენტით.

საჰაერო ტვირთების მოცულობა წელიწადში 86 პროცენტით შემცირდა. ამასთან, შემცირდა მაცივრების წარმოებაც – 58,1 პროცენტით, სარეცხი მანქანების წარმოება – 59,2 პროცენტით, გამაგრილებელი ელექტროძრავების წარმოება – 49,9 პროცენტით, ტელევიზორები – 49,7 პროცენტით. ლიფტების წარმოება შემცირდა 34,7 პროცენტით, ექსკავატორებისა კი – 60 პროცენტით. სიგარეტის წარმოება შემცირდა  24,5 პროცენტით.

 

„ნიუსვიკის“ თანახმადვე, შემცირებულია საბითუმო და საცალო ვაჭრობა გასულ წელთან შედარებით, რაც უკავშირდება დაბალი ხელფასებსა და მაღალ ინფლაციას. პენსიები დაეცა რეალურ მაჩვენებლებში – მაისში 8,2 პროცენტული პუნქტით, ხოლო აპრილში ხელფასები  7,2 პროცენტული პუნქტით იყო შემცირებული. „ნიუსვიკი“ წერს, რომ ეს მონაცემები „აშკარა ნიშანია იმისა“, რომ რუსეთის ეკონომიკა „სულს ღაფავს“,  მიუხედავად იმისა, რომ რუბლი დაუბრუნდა იმ ნიშნულს, რაზეც უკრაინაში შეჭრამდე იყო. ამასთან, მთლიანობაში, „რუსეთის სამრეწველო წარმოების ინდექსი“ მაისში 1,7 პროცენტით შემცირდა 2021 წლის მაისთან შედარებით.

 

„საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის“ (IIF) პროგნოზით, 2022 წელს რუსეთის ეკონომიკა 15%-ით შემცირდება, რუსეთის ცენტრალური ბანკი კი აცხადებს, რომ ეკონომიკის 7.8%-იანი შემცირებაა მოსალოდნელი.

 

წყარო:>>

სხვა სიახლეები

ზემო რაჭაში ეროვნული პარკი იქმნება
საფრანგეთი ინფლაციასთან საბრძოლველად 100 მლრდ ევროს ხარჯავს
ვაკის პარკის რეაბილიტაცია 2023 წლის გაზაფხულზე დასრულდება
'ნეპოტიზმი არ უნდა იყოს'
მოდის საცალო ვაჭრობის მაღაზიებში გაყიდვები 40%-ით არის გაზრდილი
უკრაინის ეროვნულ ბანკს ახალი მმართველი ჰყავს
იანვრიდან პენსიები იზრდება
რუსეთის მოქალაქეებს ქართულ ბანკებში დეპოზიტებზე 1.88 მილიარდი ლარის შესაბამისი თანხა აქვთ
გერმანია მუშახელს მსოფლიოს მასშტაბით ეძებს