24 ნოემბერი , 2024

თბილისი
დღე :

17

ღამე :

5

საქართველოს მთავრობა 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 6%-ზე ტოვებს

23.05.2022
ფინანსთა მინისტრის მოადგილის 23 მაისის განცხადებით, საქართველოს მთავრობა 2022 წლის ეკონომიკურ ზრდის პროგნოზს უცვლელად, კვლავ 6%-ზე შეინარჩუნებს.
"მიუხედავად იმისა, რომ 6%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა ძალიან რთული იქნება, ჩვენ ამ მიმართულებით ვივლით და ჯერჯერობით ამ პროგნოზს შევინარჩუნებთ და სექტემბერში, როდესაც ტურიზმის აღდგენის მაჩვენებელი გვექნება, ამის შემდეგ ახალი ბიუჯეტის ფორმირებისას ეკონომიკური ზრდის აღდგენის მონაცემებს დავაზუსტებთ“, - განმარტა კაკაურიძემ.
საქართველოს ეროვნული ბანკის მაისის თვის ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს რეალური მშპ 4.5%-ით გაიზრდება, რაშიც მნიშვნელოვან წვლილს დაკრედიტების მაღალი ტემპის შენარჩუნება შეიტანს. " წინა შეფასებასთან შედარებით, აღნიშნული პროგნოზი 0.5 პპ-ით შემცირებულია, რაც, არსებული ვითარების ფონზე, ძირითადად ინვესტიციებისა და წმინდა ექსპორტის გაუარესებასთანაა კავშირში."
-
რეალური მშპ-ის წლიური ზრდა წლების მიხედვით:
2017 = 4.8 %
2018 = 4.8 %
2019 = 5.0 %
2020 = -6.8 %
2021 = 10.4 %
-
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) აპრილის პროგნოზის მიხედვით, 2022 წლის გლობალური ეკონომიკური ზრდა წინა პროგნოზთან შედარებით 0.8 პპ-ით გაუარესებულია და 3.6%-ს შეადგენს. ამასთან, გაზრდილი ინფლაციური მოლოდინების ფონზე, გლობალური ინფლაციის მოსალოდნელი დონე 7.4%-ია, რაც წინა პროგნოზზე 3.6 პპ-ით მაღალი მაჩვენებელია.
რაც შეეხება მზარდ და განვითარებად ქვეყნებს, მათი რეალური ზრდის პროგნოზი 2022 წელს 3.8%-ს უტოლდება, ხოლო ინფლაციის პროგნოზი კი 8.7%-ს.
2022 წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ევროზონისთვის 2.8%-ია, ხოლო პროგნოზირებული ინფლაციის დონე კი - 5.3%.

სხვა სიახლეები

ზემო რაჭაში ეროვნული პარკი იქმნება
საფრანგეთი ინფლაციასთან საბრძოლველად 100 მლრდ ევროს ხარჯავს
ვაკის პარკის რეაბილიტაცია 2023 წლის გაზაფხულზე დასრულდება
'ნეპოტიზმი არ უნდა იყოს'
მოდის საცალო ვაჭრობის მაღაზიებში გაყიდვები 40%-ით არის გაზრდილი
უკრაინის ეროვნულ ბანკს ახალი მმართველი ჰყავს
იანვრიდან პენსიები იზრდება
რუსეთის მოქალაქეებს ქართულ ბანკებში დეპოზიტებზე 1.88 მილიარდი ლარის შესაბამისი თანხა აქვთ
გერმანია მუშახელს მსოფლიოს მასშტაბით ეძებს