24 ნოემბერი , 2024
17
5
რუსთავში, მეთორმეტე მიკრორაიონში, "სტმბულის ბაზრის" მიმდებარედ, მრავალფუნქციური კომპლექსის – “რუსთავი მოლი და აპარტჰოტელის” სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 10-15 მლნ დოლარია. მშენებლობა 2021 წელს დაიწყო და დასრულებას 2-3 წელიწადში იგეგმებოდა.
როგორც bm.ge-ის ინვესტორი კომპანია “ნიუ მოლის” თანადამფუძნებელმა - გუგა ცანავამ 2022 წლის 5 ივლისს განუცხადა, "რუსთავი მოლის გახსნა covid-ის გამო გადავადდა. ახლა უკვე გრაფიკის მიხედვით მივყვებით პროცესებს. “რუსთავის მოლის” გახსნა 2023 წლისთვის იგეგმება. შენობის შიდა დაგეგმარება დავასრულეთ და ბრენდებთან მოლაპარაკებებს ვიწყებთ. ეს იქნება 5 000 კვადრატული მეტრის ფართობის ტერიტორია, რომელიც ისეთ სივრცეებს გააერთიანებს, რაც აქამდე რუსთავში არ ყოფილა, მათ შორის კვების ობიექტებს, გასართობ ცენტრებს, კინოს და ა.შ. რაც შეეხება აპარტჰოტელს, ჯერ მოლი გაიხსნება, თუმცა სასტუმრო იმ დონეზე იქნება მისული, რომ მომხმარებელს მშენებლობის პროცესმა დისკომფორტი არ შეუქმნას”, - აცხადებს გუგა ცანავა.