24 ნოემბერი , 2024

თბილისი
დღე :

17

ღამე :

5

კოვიდ-19-ის დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე ავიდა

05.07.2022

ბოლო ერთ კვირაში საქართველოში covid-19-ის 2 570 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აღსანიშნია, რომ 2022 წლის 20-27 ივნისის კვირაში ინფიცირების რიცხვი 1 058 იყო. 

 

ინფიცირების გამოვლენის მაჩვენებელი რეგიონების მიხედვით ასეთია: თბილისი - 1 860; აჭარა - 186; იმერეთი - 169; სამეგრელო-ზემო-სვანეთი - 123; ქვემო ქართლი - 71; კახეთი - 50; შიდა ქართლი - 49; გურია - 31; მცხეთა-მთიანეთი - 15; სამცხე-ჯავახეთი - 11; რაჭა - ლეჩხუმ - ქვემო სვანეთი - 5.

 

7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია 4.05%.

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია ადამიანი 1 371 921, რაც ზრდასრული მოსახლეობის 48.5%-ს შეადგენს; სრულად ვაქცინირებულია 1 270 848 ადამიანი ანუ 18 წელს ზევით მოსახლეობის 44.9%.

წყარო:>>

სხვა სიახლეები

ზემო რაჭაში ეროვნული პარკი იქმნება
საფრანგეთი ინფლაციასთან საბრძოლველად 100 მლრდ ევროს ხარჯავს
ვაკის პარკის რეაბილიტაცია 2023 წლის გაზაფხულზე დასრულდება
'ნეპოტიზმი არ უნდა იყოს'
მოდის საცალო ვაჭრობის მაღაზიებში გაყიდვები 40%-ით არის გაზრდილი
უკრაინის ეროვნულ ბანკს ახალი მმართველი ჰყავს
იანვრიდან პენსიები იზრდება
რუსეთის მოქალაქეებს ქართულ ბანკებში დეპოზიტებზე 1.88 მილიარდი ლარის შესაბამისი თანხა აქვთ
გერმანია მუშახელს მსოფლიოს მასშტაბით ეძებს