24 ნოემბერი , 2024

თბილისი
დღე :

17

ღამე :

5

შპს"თიბისი ნეთმა" სახელი "თინეთით" შეიცვალა

07.07.2022

2022 წლის 17 ივნისს "თიბისი ჯგუფის" შვილობილმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ, რომელიც სხვადასხვა დროს ცნობილი იყო "თიბისი ეკო სისტემ კომპანის", "თიბისი ქონექთის", "თიბისი ნეტის" სახელებით, სახელი ამჯერად "თინეთით"  შეიცვალა.

 

"თინეთი" სხვადასხვა ტექნოლოგიური კომპანიების შერწყმისა და გაერთიანების გზით გამსხვილდა. მის შემადგენლობაშია ონლაინ პორტალები- myauto.ge, vedoo.ge, tkt.ge, livo.ge, mymarket.ge, myhome.ge, myparts.ge და swoop.ge. ჯამში „თინეთი“ აერთიანებს 8 ვებგვერდს და 5 iOS და ანდროიდ აპლიკაციას, იგეგმება ახალი პლატფორმების შექმნაც.


„თინეთში“ შემავალ ციფრულ პლატფორმებს თვეში 2 მილიონამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს და მომხმარებელს 4 ძირითადი მიმართულებით სთავაზობს პროდუქტებსა და მომსახურებას, ესენია- Lifestyle, ელექტრონული კომერცია, ავტო და უძრავი ქონება. "ჩვენი ამბიციაა, რეგიონში უდიდესი ტექნოლოგიური კომპანია გავხდეთ და ჩვენი სერვისებითა და პროდუქტებით კიდევ უფრო გავუმარტივოთ მომხმარებლებს სასურველი მომსახურების მიღება,“ - აცხადებს გიორგი ჩუმაშვილი, "თინეთის" გენერალური დირექტორი.

 

ამ ეტაპზე კომპანიაში დასაქმებულია 300-მდე თანამშრომელი, რომელთა უმრავლესობა IT სფეროს წარმომადგენელია. მომავალში ამ მიმართულებით თანამშრომლების რაოდენობის 500-მდე გაზრდა იგეგმება, რითაც კომპანია IT სფეროში საქართველოში ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი გახდება. 

---

ცნობისათვის: „თიბისი ბანკის ჯგუფმა“ My.ge-ის საკონტროლო პაკეტი - 65% - 19 მლნ ლარად ჯერ კიდევ 2019 წელს შეიძინა. „თიბისი ბანკის ჯგუფის“ მიერ იმ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, My Group-ი 29.93 მლნ ლარად იყო შეფასებული და ხელშეკრულების მიხედვით, თიბისის, გარკვეული პირობებით დარჩენილი 35%-ის გამოსყიდვის უფლებაც ჰქონდა. 2021 წლის სექტემბერში კი „თიბისი ბანკის ჯგუფის“ შვილობილი კომპანია „თიბისი ეკოსისტემ კომპანი“, საქართველოში ციფრული კომერციის ერთ-ერთი პირველი პლატფორმა My.ge-ის 100%-იანი წილის მფლობელი გახდა. 

 

წყარო:>>

სხვა სიახლეები

ზემო რაჭაში ეროვნული პარკი იქმნება
საფრანგეთი ინფლაციასთან საბრძოლველად 100 მლრდ ევროს ხარჯავს
ვაკის პარკის რეაბილიტაცია 2023 წლის გაზაფხულზე დასრულდება
'ნეპოტიზმი არ უნდა იყოს'
მოდის საცალო ვაჭრობის მაღაზიებში გაყიდვები 40%-ით არის გაზრდილი
უკრაინის ეროვნულ ბანკს ახალი მმართველი ჰყავს
იანვრიდან პენსიები იზრდება
რუსეთის მოქალაქეებს ქართულ ბანკებში დეპოზიტებზე 1.88 მილიარდი ლარის შესაბამისი თანხა აქვთ
გერმანია მუშახელს მსოფლიოს მასშტაბით ეძებს