24 ნოემბერი , 2024
17
5
ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარე ციხე-ქალაქ კვეტერაში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ევროკავშირისა ერთობლივი პროგრამის ფარგლებში ხორციელდება 600 მეტრიანი ახალი გზის მონაკვეთის დაგება, ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის სავაჭრო ჯიხურების მოწყობა.
დამატებით მოეწყობა პარკინგი და საკემპინგე ადგილები, წყლისა და ელექტროენერგიის წყაროები. ახალი ინფრასტრუქტურა მიზნად ისახავს ტურიზმის სტიმულირებას და ადგილობრივი მოსახლეობისათვის ახალი შესაძლებლობების შეთავაზებას.
ევროკავშირმა საქართველოს რეგიონული განვითარებისათვის ჯამში 54 მილიონი ევრო გამოყო, აქედან 40,5 მილიონი ევრო ხელმისაწვდომია მთავრობის საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (PIRDP) ფარგლებში. ამ ინიციტივის განხორციელებით, გადაწყვეტილებების მიღების პროცესი თბილისიდან რეგიონულ დონეზე ინაცვლებს. ამ პროგრამის მეშვეობით ფინანსური სახსრები ხელმისაწვდომი ხდება პირდაპირ მუნიციპალიტეტებისთვის, რომლებიც ირჩევენ საპილოტე ინიციატივებს ადგილობრივი მოსახლეობის შესაძლებლობებისა და საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად.