23 ნოემბერი , 2024
17
5
ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა სენსაციური განცხადება გააკეთა, მისი ინფორმაციით საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკის გადაწყვეტილებები პრემიერ-მინისტრის ჩარევით მიიღება.
პაპაშვილმა აღნიშნა, რომ „ლარის კურსის ასეთ მდგომარეობაში ყოფნა, ყველაზე მეტად ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურებაა... ჩამოსცდა კურსი 3-ს და კიდევ აგრძელებს ქვევით სვლას. მთავრობამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და ეროვნულ ბანკს უთხრა არა, რომ არავითარი ინტერვენცია არ მოეხდინა. უთხრა ეროვნულ ბანკს, რომ ლარზე, მის საწინააღმდეგოდ ინტერვენცია ვერ გაგრძელდება! ჩვენ ჩვენი მოსაზრებები დავდეთ, იმათ - თავისი, შევაჯერეთ და გამოვააშკარავეთ, რომ ეს სწორი არაა. მთავრობამ პრინციპული გადაწყვეტილება მიიღო, რომ რაც სწორია [მხარი დაუჭირა]."
"საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით საქართველოს ეროვნული ბანკი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს არ აქვთ მის საქმიანობაში ჩარევის უფლება. საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც ქვეყნის ცენტრალური ბანკის უფლება-მოვალეობები, საქმიანობის წესი და დამოუკიდებლობის გარანტია განისაზღვრება "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით"- წერია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე. ამასთან, ქვეყნის კონსტიტუციით საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის უმთავრესი მიზანი ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა.
ამჯერად პაპაშვილს სურს, ეროვნულმა ბანკმა ინფლაციის მოთოკვის მიზნით კვლავ არ გაამკაცროს მონეტარული პოლიტიკა და არ შეზღუდოს ეკონომიკის ზრდა.