24 ნოემბერი , 2024

თბილისი
დღე :

17

ღამე :

5

დსთ-ს სავალუტო კომიტეტიდს ყაზახეთი ტოვებს

08.07.2022

2022 წლის 8 ივლისს ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა "დსთ-ს ქვეყნების სახელმწიფოთაშორისო სავალუტო კომიტეტის შექმნის შესახებ" შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

 

გადაწყვეტილება ძალაში შევიდა ხელმოწერის დღიდან. კომიტეტი შექმნილი იყო სავალუტო ანგარიშსწორებისა და საკრედიტო ურთიერთობების სფეროში ორგანიზაციის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის, ასევე თანამეგობრობის ქვეყნების სავალუტო კანონმდებლობების დაახლოებისა და გაუმჯობესების მიზნით.

-

2022 წლის 18 ივნისს სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე თოყაევმა პუტინის თანდასწრებით სცენიდან განაცხადა: "არც ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებს ვცნობთ და არც სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის „დამოუკიდებლობას“. 

ყასიმ-ჟომართ თოყაევი ყაზახეთის პრეზიდენტობამდე კარიერული დიპლომატი გახლდათ. 

 

ყაზახეთი მსოფლიოში მე-11 ადგილზეა ნავთობის მოპოვებით - 1,7 მილიონი ბარელი დღეში. ამ მოცულობის 89% ექსპორტზე გადის, ხოლო უმეტესი ნაწილი - ნოვოროსიისკში მიმავალი მილსადენით. გასულ წელს, ყაზახეთიდან ნავთობის უმსხვილესი მყიდველი იყო იტალია (17,9 მილიონი ტონა), შემდეგ - ნიდერლანდები (8,2 მილიონი ტონა) და საფრანგეთი (4,5 მილიონი ტონა). ყაზახეთი მზადაა, თავისი ნახშირწყალბადების პოტენციალი მსოფლიო ბაზრებზე სიტუაციის სტაბილიზაციისთვის გამოიყენოს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან სატელეფონო საუბრისას, 4 ივლისს განაცხადა.

წყარო:>>

სხვა სიახლეები

ზემო რაჭაში ეროვნული პარკი იქმნება
საფრანგეთი ინფლაციასთან საბრძოლველად 100 მლრდ ევროს ხარჯავს
ვაკის პარკის რეაბილიტაცია 2023 წლის გაზაფხულზე დასრულდება
'ნეპოტიზმი არ უნდა იყოს'
მოდის საცალო ვაჭრობის მაღაზიებში გაყიდვები 40%-ით არის გაზრდილი
უკრაინის ეროვნულ ბანკს ახალი მმართველი ჰყავს
იანვრიდან პენსიები იზრდება
რუსეთის მოქალაქეებს ქართულ ბანკებში დეპოზიტებზე 1.88 მილიარდი ლარის შესაბამისი თანხა აქვთ
გერმანია მუშახელს მსოფლიოს მასშტაბით ეძებს