23 ნოემბერი , 2024
17
5
ისრაელის ავიაკომპანიები თურქეთში ფრენებს განაახლებენ. trt.net.tr ისრაელის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ ორ ქვეყანას შორის გაფორმდა შეთანხმება, რომელიც ისრაელის ავიაკომპანიებს საშუალებას მისცემს განაახლონ ფრენები თურქეთში. ამავე ინფორმაციით, შეთანხმება 23 ივნისს ანკარაში საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში მყოფ, ისრაელის პრემიერ-მინისტრის იაირ ლაპიდის, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტ მევლუთ ჩავუშოღლუსთან გამართული შეხვედრის შემდეგ გაფორმდა.
ცნობისათვის, აღნიშნული შეთანხმება ისრაელის ავიაკომპანიებს საშუალებას მისცემს, 1951 წლის შემდეგ პირველად განაახლონ ფრენები თურქეთში.