23 ნოემბერი , 2024

თბილისი
დღე :

17

ღამე :

5

საქართველოდან ყაზახეთში ექსპორტი გასამმაგდა

10.07.2022

საქართველოდან ყაზახეთში ექსპორტი გასამმაგდა. საქსტატის მონაცემებით, წელს, 5 თვეში აღნიშნულ ქვეყანაში ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 63,868 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 20,858 მლნ აშშ დოლარი.

რაც შეეხება იმპორტს, 2022 წლის იანვარ-მაისში ყაზახეთიდან 13,968 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი შემოვიდა, 2021 წლის 5 თვეში - 7,772 მლნ აშშ დოლარის.

 

ტოპ-5 პროდუქტი, რომელიც 2022 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან ყაზახეთში გავიდა: მსუბუქი ავტომობილები, პოლიაცეტალები, პოლიეთერები მარტივი სხვა და ფისები ეპოქსიდის, პირველადი ფორმებით, მინერალური და მტკნარი წყლები, სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისგან, ყურძნის ნატურალური ღვინოები.

 

ტოპ-5 პროდუქტი, რომელიც 2022 წლის იანვარ-მაისში ყაზახეთიდან საქართველოში შემოვიდა: ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისგან, სიგანით 600 მმ ან მეტი, კოქსი და ნახევარკოქსი ქვანახშირის, ლიგნიტის ან ტორფისგან, ნახშირი რეტორტის, ხორბალი და მესლინი, ნავთობი და ნავთობპროდუქტები, საპარსი საშუალებები, დეზოდორანტები.

 

ცნობისთვის, ყაზახეთმა შესაძლოა, რუსეთსა და ბელარუსში სანქცირებული საქონლის გატარება აკრძალოს. შესაბამისი კანონპროექტი საჯარო განხილვისთვის ოფიციალურ ვებგვერდზე ყაზახეთის ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა. მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ყაზახეთის ხელისუფლება სანქცირებული საქონლის ელექტრონულ ინვოისებს აღარ დაამოწმებს, რის გარეშეც ასეთი საქონლით რუსეთთან და ბელარუსთან საზღვრის გადაკვეთა აიკრძალება.

 

წყარო:>>

სხვა სიახლეები

ზემო რაჭაში ეროვნული პარკი იქმნება
საფრანგეთი ინფლაციასთან საბრძოლველად 100 მლრდ ევროს ხარჯავს
ვაკის პარკის რეაბილიტაცია 2023 წლის გაზაფხულზე დასრულდება
'ნეპოტიზმი არ უნდა იყოს'
მოდის საცალო ვაჭრობის მაღაზიებში გაყიდვები 40%-ით არის გაზრდილი
უკრაინის ეროვნულ ბანკს ახალი მმართველი ჰყავს
იანვრიდან პენსიები იზრდება
რუსეთის მოქალაქეებს ქართულ ბანკებში დეპოზიტებზე 1.88 მილიარდი ლარის შესაბამისი თანხა აქვთ
გერმანია მუშახელს მსოფლიოს მასშტაბით ეძებს