23 ნოემბერი , 2024

თბილისი
დღე :

17

ღამე :

5

საჰაერო ბურთით 15-წუთიანი გასეირნება თბილისში 40 ლარი ღირს

10.07.2022

ზაფხულის სეზონზე რიყის საჰაერო ბურთით ფრენის მსურველთა რიცხვი იზრდება.  თბილისის ცენტრში, რიყის პარკში, საჰაერო ბუშტი Air Balloon Tbilisi 2020 წლის პირველ აგვისტოს გამოჩნდა, რომელიც მსურველებს თბილისის ხედებით ტკბობას 150 მეტრი სიმაღლიდან, 15 წუთიანი გასეირნებით, სთავაზობს.

 

საჰაერო ბურთით გასეირნების ღირებულება 2022 წლის 10 ივლისის მდგომარეობით შემდეგი ფასებია:

 

-3-დან 14 წლამდე საქართველოს მოქალაქეებისთვის  -30 ლარი

-14 წელს ზემოთ საქართველოს მოქალაქეებისთვის- 40 ლარი

-3-დან 14 წლამდე ასაკის უცხოეთის მოქალაქეებისთვის - 40 ლარი

-14 წელს ზემოთ უცხოეთის მოქალაქეებისთვის - 55 ლარი

-შშმ პირებისთვის- 25 ლარი

-ურიგოდ გასეირნება- 100 ლარი.

 

აღსანიშნავია, რომ ონლაინ ბილეთით იძენთ ერთჯერადი აფრენის უფლებას დილის 9:00-დან ღამის 3:00 საათამდე და მისით სარგებლობა შეძენიდან 30 დღის განმავლობაში შეგიძლიათ. აფრენა ხდება 20 წუთში ერთხელ და ის არ ხდება ქარიან ამინდში. ფრენის ხანგრძლივობა 15 წუთს შეადგენს.

 

წყარო:>>

სხვა სიახლეები

ზემო რაჭაში ეროვნული პარკი იქმნება
საფრანგეთი ინფლაციასთან საბრძოლველად 100 მლრდ ევროს ხარჯავს
ვაკის პარკის რეაბილიტაცია 2023 წლის გაზაფხულზე დასრულდება
'ნეპოტიზმი არ უნდა იყოს'
მოდის საცალო ვაჭრობის მაღაზიებში გაყიდვები 40%-ით არის გაზრდილი
უკრაინის ეროვნულ ბანკს ახალი მმართველი ჰყავს
იანვრიდან პენსიები იზრდება
რუსეთის მოქალაქეებს ქართულ ბანკებში დეპოზიტებზე 1.88 მილიარდი ლარის შესაბამისი თანხა აქვთ
გერმანია მუშახელს მსოფლიოს მასშტაბით ეძებს