23 ნოემბერი , 2024

თბილისი
დღე :

17

ღამე :

5

გერმანიაში ცხელი წყალი გრაფიკით იქნება

11.07.2022

გერმანიის ზოგიერთი ქალაქის ხელისუფლება ცივ სეზონზე უფასო საზოგადოებრივი გამათბობელი ადგილების გახსნას აპირებს, იუწყება rosbalt-ი გერმანულ გაზეთი Bild-ზე დაყრდნობით. 

 

გათბობის პუნქტები განკუთვნილი იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ვერ უმკლავდებიან ენერგეტიკული კრიზისით გამოწვეულ კომუნალური ფასების ზრდას.

 

როგორც გერმანული გამოცემა აღნიშნავს, თუ რუსეთი გაზის მიწოდებას შეწყვეტს, გერმანიაში ელექტროენერგიის ღირებულება არა მხოლოდ გაიზრდება, არამედ ფიზიკურადაც შეიძლება არ იყოს საკმარისი. ამ პრობლემასთან საბრძოლველად, ქვეყნის სულ უფრო მეტი ქალაქი ქმნის კრიზისულ გუნდებს და ამუშავებს საგანგებო გეგმებს. 

 

გეგმები ასევე მოიცავს საზოგადოებრივი შენობებისა და ქუჩების განათებისა და შუქნიშნების გამორთვას ღამით, ცხელი წყალის მიწოდებაზე გრაფიკის შემოღებას, საცხოვრებელ კორპუსებში ღამით გათბობის გამორთვას და ა.შ. დიუსელდორფში უკვე დაიხურა საცურაო აუზი, ბერლინის საცურო აუზებში კი წყალს ნაკლებად ათბობენ. კომპანიები აცხადებენ, რომ იწყებენ ბუნებრივ აირზე ეკონომიას ზამთრისთვის გამოსაზოგად. 

 

წყარო:>>

წყარო2>>

სხვა სიახლეები

ზემო რაჭაში ეროვნული პარკი იქმნება
საფრანგეთი ინფლაციასთან საბრძოლველად 100 მლრდ ევროს ხარჯავს
ვაკის პარკის რეაბილიტაცია 2023 წლის გაზაფხულზე დასრულდება
'ნეპოტიზმი არ უნდა იყოს'
მოდის საცალო ვაჭრობის მაღაზიებში გაყიდვები 40%-ით არის გაზრდილი
უკრაინის ეროვნულ ბანკს ახალი მმართველი ჰყავს
იანვრიდან პენსიები იზრდება
რუსეთის მოქალაქეებს ქართულ ბანკებში დეპოზიტებზე 1.88 მილიარდი ლარის შესაბამისი თანხა აქვთ
გერმანია მუშახელს მსოფლიოს მასშტაბით ეძებს