23 ნოემბერი , 2024
17
5
შიდა ფრენებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, რეისების სიხშირე გაიზარდა. ნატახტრიდან მესტიისა და ბათუმის მიმართულებით 11 ივლისიდან 31 აგვისტომდე ფრენები კვირაში 7-ჯერ შესრულდება, ამბროლაურში -კვირაში 3-ჯერ. ქუთაისიდან მესტიაში კვლავ კვირაში ერთი რეისი იქნება. ფრენის ხანგრძლივობა ყველა მიმართულებით დაახლოებით 30 წუთია.
2022 წლის ზაფხულის განრიგი და ფასები (ერთი გზა) შემდეგია:
1.მესტია- ნატახტარი | 90 ლარი |
ყოველდღე: მესტია-ნატახტარი- 10:00 |
||||
2.მესტია- ქუთაისი | 50 ლარი |
ოთხშაბათი:
მესტია-ქუთაისი: 10:30
ქუთაისი-მესტია: 11:50
|
||||
3.ამბროლაური- ნატახტარი | 50 ლარი |
ოთხშაბათი:
ნატახტარი - ამბროლაური: 16:00
ამბროლაური - ნატახტარი: 17:30
პარასკევი:
ნატახტარი - ამბროლაური: 14:00
ამბროლაური- ნატახტარი: 15:10
კვირა:
ნატახტარი - ამბროლაური: 15:30
ამბროლაური - ნატახტარი: 17:00
|
||||
4. ბათუმი- ნატახტარი | 125 ლარი |
ყოველდღე
|
* ოთხივე რეისზე- 3 წლამდე ბავშვებისთვის მგზავრობა უფასოა, 3-დან 12 წლამდე - 30%-იანი ფასდაკლებაა.
*თბილისის ცენტრიდან ნატახტრის აეროპორტამდე მომსახურე ავიაკომპანიას უფასო ტრანსფერს ახორციელებს.
ინფორმაციისთვის, მგზავრობის საფასური 2018 წლიდან მოყოლებული უცვლელია. ტურიზმის სტიმულირების მიზნით, სახელმწიფო შიდა ფრენების სუბსიდირებას ახდენს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება 100 %-ით სახელმწიფო ორგანიზაციაა და ფრენებს სამივე მიმართულებით ტენდერში გამარჯვებული ავიაკომპანია Vanilla Sky Georgia ასრულებს.
-
რაც შეეხება აღდგენის დინამიკას, აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, სტატისტიკური მონაცემები შიდა ფრენებთან მიმართებაში ასე გამოიყურება, 2022 წლის იანვარ-მაისი (5 თვის) 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით:
-მესტია - 119% აღდგა მგზავრთნაკადი, 96%-ით რეისების რაოდენობა, მოემსახურა 2784 მგზავრს.
-ამბროლაური - 169% აღდგა მგზავრთნაკადი და 184%-ით რეისები, მოემსახურა 634 მგზავრს
-ბათუმი (შიდა ფრენებზე)- 51% აღდგა მგზავრთნაკადი და 51%-ით რეისები, მოემსახურა 1995 მგზავრს.