23 ნოემბერი , 2024

თბილისი
დღე :

17

ღამე :

5

ლტოლვილები უკრაინაში ბრუნდებიან

13.07.2022

ევროკავშირის ქვეყნებიდან უკრაინაში 3 მილიონი უკრაინელი დაბრუნდა, - ამის შესახებ ევროკომისარმა შინაგან საქმეთა საკითხებში ილვა იოჰანსონმა განაცხადა.

 

ჩვენი მონაცემებით, 6.7 მილიონი უკრაინელი შევიდა ევროკავშირის ქვეყნებში და დაახლოებით 3 მილიონი უკვე დაბრუნდა. დროებითი დაცვა 3.7 მილიონმა უკრაინელმა მოითხოვა, - განაცხადა იოჰანსონმა.

 

მისი თქმით, ყველაზე მეტი უკრაინელი, მასპინძელი ქვეყნის ერთ სულ მოსახლეზე ლტოლვილთა რაოდენობის გათვალისწინებით, ჩეხეთში ჩავიდა. მეორე ადგილზეა პოლონეთი, მესამეზე - ესტონეთი, მეოთხეზე- ლიეტუვა, მეხუთეზე- ბულგარეთი, მეექვსეზე კი - ლატვია.

 

წყარო:>>

სხვა სიახლეები

ზემო რაჭაში ეროვნული პარკი იქმნება
საფრანგეთი ინფლაციასთან საბრძოლველად 100 მლრდ ევროს ხარჯავს
ვაკის პარკის რეაბილიტაცია 2023 წლის გაზაფხულზე დასრულდება
'ნეპოტიზმი არ უნდა იყოს'
მოდის საცალო ვაჭრობის მაღაზიებში გაყიდვები 40%-ით არის გაზრდილი
უკრაინის ეროვნულ ბანკს ახალი მმართველი ჰყავს
იანვრიდან პენსიები იზრდება
რუსეთის მოქალაქეებს ქართულ ბანკებში დეპოზიტებზე 1.88 მილიარდი ლარის შესაბამისი თანხა აქვთ
გერმანია მუშახელს მსოფლიოს მასშტაბით ეძებს