23 ნოემბერი , 2024

თბილისი
დღე :

17

ღამე :

5

აეროპორტების გაერთიანებამ 2021 წელი 19 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა

14.07.2022

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ 2021 წელი 19 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა - ამის შესახებ კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს კომპანიის შემოსავალი პანდემიურ 2020-თან შედარებით გაორმაგდა და 66.8 მილიონი ლარი შეადგინა.

 

აეროპორტების გაერთიანება ფლობს საქართველოში არსებულ სამივე საერთაშორისო აეროპორტს, თუმცა კომპანია მათგან მხოლოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, მესტიის და ამბროლაურის აეროპორტებს მართავს.


კომპანიის 2021 წლის შემოსავლები ასე ნაწილდება:

საავიაციო ამონაგები:

თბილისი - 26.9 მილიონი ლარი;
ქუთაისი - 3.7 მილიონი ლარი;
ბათუმი - 5.9 მილიონი ლარი;
მესტია - 44 ათასი ლარი;
ამბროლაური - 20 ათასი ლარი.

არა-საავიაციო ამონაგები

თბილისი - 8.7 მილიონი ლარი;
ქუთაისი - 0.3 მილიონი ლარი;
ბათუმი - 39 ათასი ლარი.

საიჯარო შემოსავალი:

თბილისი - 0.3 მილიონი ლარი;
ქუთაისი - 0.6 მილიონი ლარი;
ბათუმი - 1.7 მილიონი ლარი.

კომპანიის ფინანსური შემოსავალი 2021 წელს გაზრდილ მგზავრთნაკადს უკავშირდებოდა, რადგანაც მგზავრთნაკადი 2019 წლის დონის 48%-მდე, ანუ 2,488,000 მგზავრამდე გაიზარდა.

სავარაუდოდ, კომპანიის შემოსავალი წელსაც გაიზრდება, რაც მკვეთრად გაზრდილ ტურიზმს უკავშირდება. კერძოდ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 69%-ით აღდგა.

2022 წლის 6 თვეში მგზავრნაკადის მონაცემები აეროპორტების მიხედვით:

 

 

       

[მგზავრთა რაოდ.]

 

[2021 წ. შედარებით]

 

[2019 წ.შედარებით]

1   თბილისი   1 163 177   166%   62%
2   ქუთაისი   328 386   965%   90%
3   ბათუმი   216 062   77%   87%
    სულ   1 716 718    189%   69%

 

წყარო: bm.ge>>

სხვა სიახლეები

ზემო რაჭაში ეროვნული პარკი იქმნება
საფრანგეთი ინფლაციასთან საბრძოლველად 100 მლრდ ევროს ხარჯავს
ვაკის პარკის რეაბილიტაცია 2023 წლის გაზაფხულზე დასრულდება
'ნეპოტიზმი არ უნდა იყოს'
მოდის საცალო ვაჭრობის მაღაზიებში გაყიდვები 40%-ით არის გაზრდილი
უკრაინის ეროვნულ ბანკს ახალი მმართველი ჰყავს
იანვრიდან პენსიები იზრდება
რუსეთის მოქალაქეებს ქართულ ბანკებში დეპოზიტებზე 1.88 მილიარდი ლარის შესაბამისი თანხა აქვთ
გერმანია მუშახელს მსოფლიოს მასშტაბით ეძებს